2019 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ (Georgian Airways) ევროპულ მიმართულებებზე რეგულარულ რეისებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ფრენის სიხშირის მომატება თბილისი-ამსტერდამი-თბილისის, თბილისი-ვენა-თბილისის, თბილისი-ბოლონია-თბილისის, თბილისი-ბარსელონა-თბილისის, თბილისი-ბრიუსელი-თბილისისა და თბილისი-პრაღა-თბილისის საჰაერო ხაზებს შეეხებათ.
რეგულარული რეისები თითოეული მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით განხორციელდება. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ავიაკომპანია აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე კვირაში ორი სიხშირით ოპერირებდა.
ამასთან, ავიაკომპანია Georgian Airways განაახლებს რეგულარულ რეისებს ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით და ფრენებს 7 ივნისიდან 26 ოქტომბრამდე კვირაში ერთი სიხშირით, პარასკევობით შეასრულებს.
ფრენები Boeing B737, Embraer E190 და E195 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.