თბილისი-ზუგდიდის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისი-ზუგდიდის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში, თბილისი-ზუგდიდის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ველოსიპედით მოძრაობდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

როგორც პირველ არხს შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.