„თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, საგამომცემლო საკითხებზე უცხოელი გამომცემლების ლექციები გაიმართება
„თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში, 3-6 მარტს, საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საერთაშორისო ლიტერატურული შოუქეისის კოლაბორაციული ფონდისა (International Literature Showcase Collaboration Fund) და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით, საგამომცემლო საკითხებზე ლექციების სერია ჩატარდება.
„თბილისი-წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ინფორმაციით, შეხვედრებს ჩაატარებენ PEN UK-ს, Granta-ს, Suhrkamp-ის, Scribe-ისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ადგილობრივ კოლეგებს თანამედროვე საგამომცემლო ტენდენციებსა და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. ამასთან, ლექციები გაიმართება 12-დან 16:00 საათამდე, სასტუმრო Moxy-ში.
„ლექციებზე დასწრების მსურველებს დარეგისტრირება twbc.ge-ზე გამოქვეყნებულ ბმულზე შეუძლიათ, სადაც მათთვის საინტერესო კონკრეტულ თემასაც მონიშნავენ. ერთ მონაწილეს რამდენიმე ლექციის არჩევა შეუძლია, თუმცა უპირატესობა შესაბამისი პროფესიის აპლიკანტებს მიენიჭება, რისთვისაც, განაცხადის ფორმაში, თემები პრიორიტეტების მიხედვით უნდა მონიშნონ.
3 მარტი
12:00 – “ქალი უბნის მაღაზიიდან”: ინდი ჰიტის ამბავი (მარკეტინგი)
13:00 – მე – მსოფლიოს საუკეთესო წიგნის მაღაზიაში (მარკეტინგი)
საიმონ ჰიფილდი, Granta
14:00 – სტარტაპ Grapevine-ის მეშვეობით აუდიტორიის გაზრდა (ინოვაცია, კომუნიკაცია)
ჰეზერ მარკსი, Words of Colour, No Bindings
4 მარტი
12:00 – საავტორო უფლებების ყიდვა და დაცვა
13:00 – საავტორო უფლებების გაყიდვა
კრისტოფ ჰასენცალი, Suhrkamp Verlag
14:00 – რა განსხვავებაა ორიგინალი ტექსტის განვითარებასა და რედაქტირებას შორის
15:00 – დებიუტს მიღმა: ავტორის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში
მოლი სლაითი, Editorial Director, Scribe UK
5 მარტი
12:00 – წიგნის გამომცემლობა ცვლილებების ჟამს
მიხაილ კოტომინი, Ad Marginem
6 მარტი
12:00 – თარგმნილი მხატვრული ლიტერატურა: საერთაშორისო სურათის ფორმირება
უილ ფორესტერი, PEN UK
14:00- წიგნის დიზაინერის ცხოვრება: ჯონ გრეის ნამუშევრებისა და მიდგომების მიმოხილვა
ჯონ გრეი/gray318
აღნიშნული პროექტი, შარშან შემოდგომაზე იგეგმებოდა, თუმცა, კოვიდპანდემიის გამო გადაიდო და მხოლოდ ონლაინლექციების სახით, შემცირებული მასშტაბით ჩატარდა. ლექციები Archipelago Books-ის, FSG-ს, Little Brown-ისა და Disney-ს სპიკერებმა ჩაატარეს“, – აღნიშნულია „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ინფორმაციაში.