„თბილისი ოფენ ეარი“ 22 ივნისს დაიწყება და სამ დღეს გაგრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ ფესტივალის ორგანიზატორები ავრცელებენ. ფესტივალი ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, „ლისი ვანდერლენდში“ გაიმართება.
სამი დღის განმავლობაში ფესტივალი სტუმრებს ოთხ განსხვავებულ სცენას, მრავალფეროვან მუსიკალურ ჟღერადობას და უამრავ გასართობ აქტივობას შესთავაზებს.
წლევანდელი ფესტივალის პროგრამაში მოლოკო, ავალონი, რეიჩელ იამაგატა, რომან ფლიუგელი და მსოფლიოს სხვა წამყვანი მუსიკოსები არიან.
„თბილისი ოფენ ეარის“ მხარდამჭერი წელს პირველად არის Check in Georgia.
Tbilisi Open Air არის რეგიონალური მნიშვნელობის მეინსტრიმ მუსიკის ფესტივალი, რომელიც გათვლილია თითქმის ყველა მუსიკალური ჟანრის და ასაკობრივი სეგმენტის მსმენელზე. ფესტივალის პროგრამაც სწორედ ამ პრინციპით დგება და თითქმის ყველა მიმართულების მსმენელზეა გათვლილი.
ფესტივალი 2009 წლიდან ყოველწლიურად ტარდება.