Tbilisi Open Air-ის ფარგლებში, მსმენელის წინაშე უკრაინული როკჯგუფი Okean Elzy წარდგა
Tbilisi Open Air-ის ფარგლებში, მსმენელის წინაშე უკრაინული როკჯგუფი Okean Elzy წარდგა

ფესტივალ Tbilisi Open Air-ის ფარგლებში, მსმენელის წინაშე ცნობილი უკრაინული როკჯგუფი Okean Elzy წარდგა.

სვიატოსლავ ვაკარჩუკი, რომელიც უკრაინული არმიის ლეიტენანტის წოდებას ატარებს, უკრაინაში რუსეთის მიერ სასტიკი ომის დაწყებიდან აქტიურად არის ჩართული ჰუმანიტარულ მისიებში, გადაადგილდება ქალაქიდან ქალაქში, ამარაგებს მოქალაქეებსა და სამხედროებს საჭირო ნივთებით, მღერის ბომბსაცავებსა და ბუნკერებში მოქალაქეების გასამხნევებლად.

ჯგუფმა Okean Elzy, სხვა სიმღერებთან ერთად, შეასრულა სიმღერა Без Бою, რომელიც უკრაინული მებრძოლი სულისა და გამბედაობის ჰიმნად არის ქცეული.