Tbilisi Open Air-ზე 70-ზე მეტი ქართველი და უცხოელი არტისტი დაუკრავს
Tbilisi Open Air-ზე 70-ზე მეტი ქართველი და უცხოელი არტისტი დაუკრავს

Tbilisi Open Air 2018 ლისის ტბიდან ორ კილომეტრში, „ლისი ვანდერლენდში“ 22, 23 და 24 ივნისს გაიმართება.

სამი დღის განმავლობაში ფესტივალი სტუმრებს ოთხ განსხვავებულ სცენას, მრავალფეროვან მუსიკალურ ჟღერადობასა და უამრავ გასართობ აქტივობას სთავაზობს.

24 საათის განმავლობაში 70-ზე მეტ ქართველ და უცხოელ არტისტთან ერთად სცენაზე იმღერებენ და დაუკრავენ Tom Odell, Kayakata, Roisin Murphy, Rachael Yamagata, Papooz, R.O x Konoba, Green Room, Salio.

რაც შეეხება ბილეთებს, საწყის ეტაპზე, 28 მარტიდან 16 აპრილის ჩათვლით, გაიყიდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის (1500) სამდღიანი აბონემენტი, რომლის ფასი 110 ლარიდან 170-ლარამდე იქნება.

დღიური ბილეთები კი 17 აპრილიდან გაიყიდება.