თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.