თბილისი-ქუთაისის ავტობანზე ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა
თბილისი-ქუთაისის ავტობანზე, თერჯოლის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი მძიმედ დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჯერ უცნობია, რა გახდა ავარიის გამომწვევი მიზეზი.
როგორც შსს-ში აცხადებენ, ავტომობილი სავარაუდოდ მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, რის შედეგადაც ბოძს შეეჯახა და გადატრიალდა. საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.