„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები დაშალეს
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა პარლამენტის წინ, ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები დაშალეს.
ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლებმა 9 აპრილის ბაღიდან პარლამენტისკენ გადაინაცვლეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, არ დაუშვებენ, რომ დღეს ღირსების მარში ჩატარდეს.
ამ წუთებში პარლამენტის წინ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების აქცია მიმდინარეობს.