„თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიების შემდეგ, სამართალდამცველებსა და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა
„თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიების შემდეგ, სამართალდამცველებსა და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა

ტერიტორიასთან ახლოს, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში ფილმის ჩვენება გაიმართა, ვითარება კვლავ დაიძაბა.

პრაიდის კვირეულის პირველი ღონისძიება რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები და ღონისძიების მონაწილეები ტერიტორიას ამ წუთებში ტოვებენ. ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები კი მათი მისამართით კვერცხებს ისვრიან.

რაც შეეხება დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ისინი ჯერჯერობით შენობაში რჩებიან.

პოლიციამ ცოტა ხნის წინ, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე კიდევ რამდენიმე პირი დააკავა.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგე 12 პირი იყო დაკავებული.