„თბილისი პრაიდის“ ფარგლებში პირველი ღონისძიება მიმდინარეობს. კინოჩვენებაზე იმყოფებიან პრაიდის ორგანიზატორები, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ღონისძიების გამართვის ადგილთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ადგილზე იმყოფებიან ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც პრაიდის კვირეულის გამართვას აპროტესტებენ.
„თბილისი პრაიდის“ მონაწილეებმა რამდენჯერმე სცადეს იმ ბილიკის დაკავება, რომლითაც ღონისძიების მონაწილეები შენობაში შედიოდნენ. მოხდა რამდენიმე შეტაკება სამართალდამცველებთან.
ულტრანაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლები პერიოდულად კვერცხებსა და ბოთლებს ისროდნენ.
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 11 პირი
დააკავა.