თბილისი-ბათუმის ავტომაგისტრალის ლანჩხუთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის აზერბაიჯანის მოქალაქეებიც იყვნენ.
ავარიისას დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შპს „მედალფას“ ლანჩხუთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი რევაზ კვერენჩხილაძე აცხადებს, რომ ავარიისას დაშავებულებს შესაბამისი კვლევა ჩაუტარდათ.
„ერთი ქალი ტვინის შერყევით ჩვენს კლინიკაში რჩება, ერთი მოზარდი კი, რომელიც აზერბაიჯანის მოქალაქეა, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრი გადაიყვანეს. არც ერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებს რევაზ კვერენჩხილაძე.
მომხდარ ფაქტს შსს იძიებს.