თავისუფლების მოედანზე აქცია „არა ნაცებს“ გაიმართა [ფოტო]
17:35, 25.11.2018
თავისუფლების მოედანზე აქცია „არა ნაცებს“ გაიმართა. აქციის ორგანიზატორი „პატრიოტთა ალიანსი“ იყო.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, აქციაში მონაწილე ადამიანებს არ უნდათ, ქვეყანა დაბრუნდეს ძალადობის, ქონების წართმევისა და ადამიანების წამების ეპოქაში.
როგორც აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, მიხეილ სააკაშვილის მმართველობა აღარ უნდა დაბრუნდეს. ამასთან, მოქალაქეებს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.