ტაშკენტი-თბილისის მიმართულებაზე ავიაკომპანია CENTRUM AIR-ი იწყებს ოპერირებას
ტაშკენტი-თბილისის მიმართულებაზე კიდევ ერთი უზბეკური ავიაკომპანია CENTRUM AIR-ი იწყებს ოპერირებას, – ინფორმაციას „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.
პირდაპირ ჩარტერულ ავიარეისებს ავიაკომპანია 2023 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, 13 მაისიდან კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს.
საქართველოსა და უზბეკეთის დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს დღეისათვის Uzbekistan Airlines-ი ასრულებს. ავიაკომპანია ტაშკენტი-თბილისი-ტაშკენტის მიმართულებით კვირაში სამჯერ დაფრინავს.