ტაშკენტში, საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე საწყობში აფეთქების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

09:27, 28.09.2023

უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, საერთაშორისო აეროპორტთან მდებარე საწყობში აფეთქება მოხდა. როგორც „როიტერი“ წერს, აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი. გამოცემის ცნობით, ხანძარი ლოკალიზებულია.

აფეთქების მიზეზი გაურკვეველია. ერთ-ერთი ცნობით, მიზეზი მეხის ჩამოვარდნაა.

„როიტერი“ წერს, რომ შემთხვევის ადგილზე აფეთქების მიზეზის დასადგენად სპეციალური ლაბორატორია შეიქმნა.

დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

მსგავსი