ტარიელ ნაკაიძე - რელიგიური საკითხების უსაფრთხოების ჭრილში განხილვა მიუღებელია
ტარიელ ნაკაიძე - რელიგიური საკითხების უსაფრთხოების ჭრილში განხილვა მიუღებელია

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის, ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, ნიქაბისა და ბურკის აკრძალვასთან დაკავშირებით „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის, ემზარ კვიციანის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის შინაარსი მიუღებელია.

ტარიელ ნაკაიძემ საკუთარ პოზიციაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ჩვენთვის ამა თუ იმ დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი არსებობს, რომელიც მუსლიმი თემისთვის მნიშვნელოვანია და ნიქაბისა და ბურკის აკრძალვას ეხება. ასევე, რელიგიური წევრების შეურაცხყოფის საკითხიც არსებობს, რაც განსაკუთრებით კრიტიკის საგანია. სამწუხაროდ, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შეხვედრაზე ნიქაბის თემა დასვა, როგორც თავსაბურავის თემა და ეს განხილულია ე.წ. უსაფრთხოების ჭრილში, რაც ცუდი და არასწორი დამოკიდებულებაა. მიუღებელია რელიგიური საკითხების უსაფრთხოების ჭრილში განხილვა“, – აღნიშნა ნაკაიძემ.

ნაკაიძე სამუშაო ჯგუფის შექმნას მიესალმება და აღნიშნავს, რომ აუცილებელია ურთიერთობა მსგავს ფორმატში გაგრძელდეს.