„თანასწორობის მოძრაობა“ ლგბტ+ თემის წევრებს მიმართავს, ერთი კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ ორგანიზაციის ოფისში მისვლისგან
„თანასწორობის მოძრაობა“ ლგბტ+ თემის წევრებს მიმართავს, ერთი კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ ორგანიზაციის ოფისში მისვლისგან. ამის შესახებ „თანასწორობის მოძრაობა“ ფეისბუქგვერდზე წერს.
„გვაქვს ინფორმაცია, რომ ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანები აპირებენ აქციის გამართვას „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისთან. მივმართავთ ლგბტ+ თემის წევრებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც დანიშნული აქვს შეხვედრა სერვისის მისაღებად, რომ თავი შეიკავონ ჩვენს ოფისში მოსვლისგან უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე“, – წერს „თანასწორობის მოძრაობა“.