„თანასწორობის მოძრაობა“ ლგბტ+ თემის წევრებს მიმართავს, ერთი კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ ორგანიზაციის ოფისში მისვლისგან

18:11, 19.06.2019

​„თანასწორობის მოძრაობა“ ლგბტ+ თემის წევრებს მიმართავს, ერთი კვირის განმავლობაში თავი შეიკავონ ორგანიზაციის ოფისში მისვლისგან. ამის შესახებ ​„თანასწორობის მოძრაობა“ ფეისბუქგვერდზე წერს.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ ჰომოფობიურად განწყობილი ადამიანები აპირებენ აქციის გამართვას „თანასწორობის მოძრაობის“ ოფისთან. მივმართავთ ლგბტ+ თემის წევრებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც დანიშნული აქვს შეხვედრა სერვისის მისაღებად, რომ თავი შეიკავონ ჩვენს ოფისში მოსვლისგან უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე“, – წერს „თანასწორობის მოძრაობა“.

მსგავსი