ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების სააგენტო – ევროკავშირში მცხოვრები ლგბტ ადამიანთა 40 პროცენტი დისკრიმინაციას განიცდის
A member of the South African Lesbian, Gay, Bisexual and Transgender and Intersex (LGBTI) community holds an umbrella in the rainbow flag colours takes part in the annual Gay Pride Parade, as part of the Durban Pride Festival, on June 29, 2019 in Durban. (Photo by Rajesh JANTILAL / AFP) (Photo credit should read RAJESH JANTILAL/AFP via Getty Images)
ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების სააგენტოს მონაცემებით, ევროკავშირში მცხოვრები ლგბტ ადამიანთა 40 პროცენტი დისკრიმინაციას განიცდის. კვლევის ფარგლებში ევროკავშირის 140 000 მოქალაქე გამოკითხეს.
როგორც აღმოჩნდა ევროპაში მცხოვრები ყოველი ხუთი გეი და ლესბოსელიდან სულ მცირე სამს პარტნიორისთვის ხელის საჯაროდ ჩაკიდების ეშინია.
ყოველი ხუთი ლგბტ ადამიანიდან სულ მცირე ორი კი, გასული 12 თვის განმავლობაში შევიწროვების მსხვერპლი იყო. გამოკითხული რესპოდენტების ერთი მეხუთედი აცხადებს, რომ სამსახურში დისკრიმინაციას განიცდის. ანგარიშის მიხედვით, განსაკუთრებით გაუარესდა მდგომაროება ტრანსექსუალებისთვის, რომელთა 36 პროცენტი სამსახურში შევიწროვების მსხვერპლია. 2012 წელს ეს მაჩვენებელი 22 პროცენტს შეადგენდა.
ამავე კვლევის მიხედვით, ლგბტ პირების მიმართ დამოკიდებულება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში განსხვავებულია. ირლანდიაში, მალტასა და ფინეთში გამოკითხულთა 70 პროცენტი აცხადებს, რომ საზოგადოება ბოლო ხუთ წელიწადში უფრო ტოლერანტული გახდა. საფრანგეთსა და პოლონეთში კი, მიიჩნევენ, რომ საზოგადოებაში ტოლერანტობა შემცირდა.
პოლონეთში გამოკითხულთა 51 პროცენტი აცხადებს, რომ გარკვეულ ადგილებში მისვლას ერიდება, რადგან „შევიწროვების ან თავდასხმის ეშინია“. საფრანგეთში ანალოგიურად ფიქრობს გამოკითხულთა 40 პროცენტი.
ტრანს და ინტერსექსუალთა 20 პროცენტი აცხადებს, რომ მათ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სულ მცირე ერთხელ მაინც დაესხნენ თავს.
ანგარიშში გარკვეულ პროგრესზე არის საუბარი. კერძოდ, გაზრდილია იმ ზრდასრული მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც მზად არიან, საკუთარ სექსუალურ ორიენტაციაზე ღიად ისაუბრონ.