პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დაქორწინდნენ. წყვილის ჯვრისწერა უინძორის სასახლეში იმართება. ცერემონიას 800-მდე სტუმარი ესწრება. მათ შორის არიან დედოფალი ელისაბედ მეორე და სამეფო ოჯახის სხვა წევრები. ასევე, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები, ცნობილი სპორტსმენები.
აღსანიშნავია, რომ ქორწილის შემდეგ მეგან მარკლი სასექსის ჰერცოგინია გახდა. შესაბამისი განკარგულება დედოფალმა უკვე გამოსცა.