თანახმა ვარ – მეგან მარკლი და პრინცი ჰარი დაქორწინდნენ [ფოტო]

16:04, 19.05.2018

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დაქორწინდნენ. წყვილის ჯვრისწერა უინძორის სასახლეში იმართება. ცერემონიას 800-მდე სტუმარი ესწრება. მათ შორის არიან დედოფალი ელისაბედ მეორე და სამეფო ოჯახის სხვა წევრები. ასევე, შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები, ცნობილი სპორტსმენები.

აღსანიშნავია, რომ ქორწილის შემდეგ მეგან მარკლი სასექსის ჰერცოგინია გახდა. შესაბამისი განკარგულება დედოფალმა უკვე გამოსცა.

 

 

 

მსგავსი