პრინცი ჰარი სასექსის ჰერცოგი, ხოლო მეგან მარკლი ჰერცოგინია გახდა
პრინცი ჰარი სასექსის ჰერცოგი, ხოლო მეგან მარკლი ჰერცოგინია გახდა

პრინცი ჰარი სასექსის ჰერცოგი, ხოლო მეგან მარკლი ჰერცოგინია გახდა. გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ უკვე მიიღო.

„მინდა, სიხარულით გაცნობოთ, რომ დედოფალმა პრინც ჰარის ჰერცოგის ტიტული მიანიჭა. ამიერიდან მას სწორედ ასე უნდა მიმართონ“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ჯვრისწერის ცერემონია რამდენიმე საათში უინძორის ციხე-სიმაგრეში გაიმართება. ქორწილს 100 ათასი ადამიანი დაესწრება.