თამილა ლაფანაშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხში იყო ჩართული
თამილა ლაფანაშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხში იყო ჩართული

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი მადლობას უხდის ყველას, ვინც ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში იყო ჩართული.

მისი თქმით, ძალიან საამაყოა, რომ არსებობს ხალხის იმედი.

„ძალიან ემოციურია და მართლა შოკივით იყო, რომ გავიგეთ ეს ამბავი, გადარეული ვართ სიხარულით. მეორე, ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, სახელობითად რომ ჩამოვთვალო, აუცილებლად ვიღაც გამომრჩება, რადგან უამრავი ხალხი იყო ამაში ჩართული და სულ ყველას ძალიან დიდი მადლობა, აქ დამსწრეებს, ვინც აქ დაგვხვდნენ, ვინც გაგვაგებინა, ვინც უბრალოდ გვგულშემატკივრობდა ჩვენ.

ყველას ძალიან დიდი მადლობა და ძალიან საამაყოა, რომ ხალხის იმედი გაქვს ცხოვრებაში და მინდა მადლობა, გადავუხადო სახელმწიფო ორგანოებს,  ყველა სახელისუფლებო რგოლს, რომელიც იყო ჩართული და ძალიან ბევრი იყო ჩართული, ყველას ძალიან დიდი მადლობა“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც დღეს გათავისუფლდა, უკვე თბილისში, საკუთარ სახლში იმყოფება.