თამარ ტალიაშვილის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე პოლიტიკურ საკითხების გარდა, 5-6 ივლისის მოვლენებზე ისაუბრებენ
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე პოლიტიკურ საკითხების გარდა, 5-6 ივლისის მოვლენებზე ისაუბრებენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე პოლიტიკურ საკითხების გარდა, 5-6 ივლისის მოვლენებზეც ისაუბრებენ. ამის შესახებ ტალიაშვილმა ჟურნალისტებს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.

„ჩვენ ვისაუბრებთ პარლამენტის დღის წესრიგში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით, მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, აუცილებლად ვისაუბრებთ მომავალ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი პოლიტიკური გუნდი სისტემატიურად იკრიბება და მართავს უმრავლესობის შეხვედრებს.

მათ შორის იქნება საუბარი როგორც 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ძალიან მნიშვნელოვან ვიზიტთან და ევროპის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც ევროკომისარმა გააჟღერა საქართველოში შეხვედრების შემდეგ“, – განაცხადა ტალიაშვილმა.