თბილისში, თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილს ხე დაეცა. შემთხვევის დროს ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, თუმცა ის არ დაშავებულა.
„სავარაუდოდ, ძლიერი ქარის შედეგად გადმოვარდა ზევიდან ხე, რომელიც დაეცა ავტომობილს. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. მერიის შესაბამისი „ეკოსერვის ჯგუფის“ სამსახური გამოცხადდა ადგილზე დაუყოვლებლივ, ასევე, სამაშველო სამსახური და ველოდებით საგამოძიებო ორგანოების შესაბამისი სამუშაოების ჩატარებას. ამის შემდეგ დავამუშავებთ და გავიტანთ ტერიტორიიდან წაქცეულ ხეს“, – განაცხადა „ეკოსერვის ჯგუფის“ სპეციალური და მოვლითი ჭრების სამსახურის უფროსმა, ლადო ლატარიამ.