თამარ გაბუნიას ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში „ომიკრონის“ 24 შემთხვევაა დადასტურებული
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ თამარ გაბუნიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით საქართველოში „ომიკრონ“-შტამის 24 შემთხვევაა დადასტურებული.
მისივე თქმით, ყველა შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.
„ჩვენთან დღეს უკვე „ომიკრონის“ 24 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. ყველა მსუბუქი მიმდინარეობისაა. პირველი ორი შემთხვევის კონტაქტების გამოკვლევა მოხდა. საუბარია შემთხვევებზე, რომლებიც ორშაბათს გამოცხადდა. გამოკვლევის შედეგად ვირუსი კონტაქტში მყოფ ყველა პირს დაუდასტურდა. ყველა ინფიცირებული ვაქცინირებულია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.