თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ ვაქცინის დოზების ათვისება ეფექტურად არ მოხდა, „კოვაქსიდან“ ვაქცინის მომდევნო მოწოდებაზე კითხვის ნიშნები დაისმება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, თუ კორონავირუსის ვაქცინის დოზების ათვისება ეფექტურად არ მოხდა, „კოვაქსიდან“ ვაქცინის მომდევნო მოწოდებაზე კითხვის ნიშნები დაისმება.
როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დოზებს, რომელსაც კოვაქსიდან მივიღებთ, იყოს სრულად და ეფექტურად ათვისებული.
„მოთხოვნა გლობალურად ძალიან მაღალია, თუ არ ვუჩვენებთ კარგ შესრულებას ამ პირველ ეტაპზე, კითხვის ნიშნები დაისმება მომდევნო მოწოდებაზე“, – განაცხადა გაბუნიამ.