თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის ჰოსპიტალური მკურნალობა სახელმწიფოს დაახლოებით 2 000 ლარი უჯდება
თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტის ჰოსპიტალური მკურნალობა სახელმწიფოს დაახლოებით 2 000 ლარი უჯდება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტის ჰოსპიტალური მკურნალობა სახელმწიფოს, დაახლოებით, 2 000 ლარი უჯდება, თუმცა არის უფრო მეტი ან ნაკლები ხარჯის შემთხვევებიც.

„ერთი შემთხვევის ჰოსპიტალური მართვა ჯდება დაახლოებით 2 000 ლარი, მაგრამ ეს არის ძალიან უხეში გათვლა, რადგან რიგ შემთხვაში ეს შეიძლება იყოს 10 000 ლარი და მეტიც, ხოლო რიგ შემთხვევაში, შეიძლება იყოს 500 ლარი. საშუალოდ, შეფასებისთვის ჩვენ ვიყენებთ, დაახლოებით, 2 000-ლარიან ნიშნულს ჰოსპიტალური შემთხვევის მართვისთვის. ეს, რა თქმა უნდა, არ ითვალისწინებს იმ ინვესტიციას, რომელიც გაწეულ იქნა და კიდევ იქნება, მაგალითად, ჟანგბადის უზრუნველყოფისთვის, სუნთქვის აპარატების მობილიზებისა და პერსონალის ტრენინგისთვის. ანუ სისტემის მომზადების საინვესიტციო ხარჯი კიდევ ცალკეა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.