თამარ გაბუნია - წვეულებები და დღესასწაულები არის ეპიდემიის მთავარი მკვებავი
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, წვეულებები და დღესასწაულები ეპიდემიის მთავარი მკვებავია.
მისივე თქმით, მსოფლიოში არსებობს გამოცდილება, როდესაც წახალისებულია ვაქცინაციის პროცესში მონაწილეობა, ასევე ის დაწესებულებები, სადაც არის უსაფრთხო გარემო.
„გარკვეული დრო გვჭირდება, რომ მეტი ვაქცინირებული ადამიანი გაჩნდეს და ვაქცინების მოწოდების პროცესიც გაფართოვდეს, რათა ასეტი ტიპის მექანიზმები ავამოქმედოთ, ვფიქრობთ, მალე გვექნება ამის შესაძლებლობა“, – დასძინა თამარ გაბუნიამ.