თამარ გაბუნია - ვფიქრობ, ვაქცინებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური მოკვლევას რამდენიმე დღეში დაასრულებს და საზოგადოებას შედეგებს გააცნობს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ვარაუდობს, რომ ვაქცინებთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური მოკვლევას რამდენიმე დღეში დაასრულებს.
მისივე თქმით, როგორც კი პროცესი დამთავრდება, აუდიტის სამსახური საზოგადოებას დასკვნას თავად გააცნობს.
„ვფიქრობ, დიდი დრო არ დასჭირდება, ალბათ რამდენიმე დღე. როგორც კი იქნება დასკვნა, მათ პირადად ვთხოვთ, რომ საზოგადოებას დასკვნა და ხარვეზები გააცნონ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.