თამარ გაბუნია - ვფიქრობ, მარტის ბოლოდან შეგვეძლება, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დავიწყოთ ვაქცინაცია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას შეფასებით, საქართველოში კოორნავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინაციის პროცესი მარტის ბოლოდან დაიწყება.
„მე ვფიქრობ, მარტის ბოლოდან უკვე რეალურად შეგვეძლება, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ვაქცინაცია დავიწყოთ. შესაძლოა, „ფაიზერმაც“ მოგვისწროს მანამდე. აპრილში უფრო გაიშლება, რადგან დამატებითი დოზების მოლოდინი გვაქვს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
გაბუნიას ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვირის ბოლომდე გადაიხდის თანხას „ასტრაზენეკას“ პირველი დოზებისთვის, რომელიც ეტაპობრივად შემოვა ქვეყანაში.
მისივე განმარტებით, საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას „იუნისეფის“ მექანიზმის მეშვეობით ყიდულობს.