თამარ გაბუნია - ვაქცინაციის პროცესში სოფლის მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესში სოფლის მოსახლეობის აქტიურად ჩართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
თამარ გაბუნიამ მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.
„კარგია დღიურად 26 000 ვაქცინირებული, თუმცა ორჯერ მეტიც რომ იყოს, ეს იქნება ჩვენთვის ის სასურველი სცენარი, რაც გვინდა, რომ მივიღოთ. ვაქცინაციის პროცესში სოფლის მოსახლეობის აქტიური ჩართულობა არის პირდაპირ სასიცოცხლო მნიშვნელობის. ბევრ სოფელში მუშაობს ოჯახის ექიმი და ექთანი. ასევე ჩვენ მიმდინარე პერიოდში გვეხმარებიან მუნიციპალური საავადმყოფოები, სადაც სოფლის მოსახლეობას შეუძლია, აიცრას და ადგილობრივი თვითმმართველობა ხშირ შემთხვევაში, უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას. მადლობა თავდაცვის სამინისტროს, მათაც გამოყვეს რესურსი, რომ გასვლითი ვიზიტები შედგეს დიდ სოფლებში, რათა სოფლის მოსახლეობა აიცრას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.