თამარ გაბუნია - თეორიულადაც კი არ არსებობს ალბათობა, რომ რომელიმე პირის ვაქცინაცია ძალდატანებით მოხდეს, ეს არის სწორი და ეთიკურად გამართლებული მიდგომა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სწორი და ეთიკურად გამართლებულია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იყოს არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი.
მისივე თქმით, სახელმწიფო ვალდებულია, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი უზრუნველყოს, თუმცა აცრაზე ძალდატანების ალბათობა თეორიულადაც კი არ არსებობს.
„სავალდებულო – არ არის ლეგიტიმური და ეთიკურად გამართლებული ტერმინი. ამ შემთხვევაში, ერთადერთი გზა შეიძლება, იყოს რეგულაციების დაწესება, როდესაც პირს აქვს არჩევანის შესაძლებლობა, აიცრას ან გაიკეთოს „პისიარ“ ტესტი და წარმოადგინოს პასუხი. ეს არის სწორი და ეთიკურად გამართლებული, დაბალანსებული მიდგომა, რაც ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ. ვალდებულება უფრო მეტად ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ვაქცინაციის პროცესი, სავალდებულო წესით ყველასთვის უფასოდ იყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, საინფორმაციო კამპანია, მოსახლეობის მოცვა, მაგრამ ის, რომ ძალდატანებით მოხდეს რაღაც სიტუაციაში რომელიმე პირის ვაქცინაცია, თეორიულადაც კი არ არსებობს ამისი ალბათობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.