თამარ გაბუნია - ტაქსის მძღოლებში ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, რაც ნიშნავს, რომ ეს ჯგუფი ნაკლები რისკის მატარებელია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ტესტირების პროტოკოლი არაერთხელ განახლდა და ახალი რისკჯგუფები დაემატა.
მისივე თქმით, ტაქსის მძღოლების ტესტირება რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს და ინფიცირების გამოვლენის მაჩვენებელი დაბალია. როგორც გაბუნია განმარტავს, ასეთი შედეგი ნიშნავს, რომ ეს ჯგუფი ნაკლები რისკის მატარებელია.
„ტესტირების პროტოკოლი არაერთხელ განახლდა და ახალი, მაღალი რისკის ჯგუფები ყოველთვის ემატება. ბოლო პერიოდის განმავლობაში დაემატა რელიგიური პირები, ასევე დაემატა ტაქსის მძღოლების ტესტირება, რაც რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს და ძალიან დაბალია გამოვლენის მაჩვენებელი. რაც ნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, ეს ჯგუფი ნაკლები რისკის მატარებელია. თუმცა ტესტირება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.