თამარ გაბუნია - შრომის ინსპექტირების სამსახური და სამართალდამცავი ორგანოები ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების აღსრულების მონიტორინგს აძლიერებენ
პირველ რიგში, უკიდურესად მნიშვნელოვანია ტესტირების გაფართოების პროგრამა, როგორც ბიზნესგარემოში, ასევე დასახლებულ პუნქტებში, სადაც იკვეთება შემთხვევების მატება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დასახლებულ პუნქტებში ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს.
„დასახლებულ პუნქტებში კონტქატების მოძიება გრძელდება და ინტენსიური ტესტირების პროცესი მიმდინარეობს“, – განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრდება.
„მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია უკვე დაწესებული, რეგულაციების ზედმიწევნით აღსრულება. ჩვენი შრომის ინსპექტირების სამსახური, ასევე სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც ჩართულები არიან აღსრულების პროცესში, მათ შორის პირბადის სწორად ტარების მონიტორინგს და კონტროლს აძლიერებენ. თუმცა საზოგადოების პასუხისმგებლობაც მნიშვნელოვანია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.