თამარ გაბუნია - შეუფერხებლად, დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს „ფაიზერის“ მოწოდება, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოზების სრულად ჩამოტანა უმოკლეს დღეებში დასრულდება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შეუფერხებლად, დაგეგმილი გრაფიკით მიმდინარეობს „ფაიზერის“ დოზების მოწოდება.
მისივე თქმით, ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდული ვაქცინების დოზების სრულად მოწოდება უახლოეს დღეებში დასრულდება.
„ჩვენ ამერიკის მთავრობის დონაციით მივიღეთ ნახევარი მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა. მილიონ 330 დოზა არის ბილატერალური ხელშეკრულების ფარგლებში. შეუფერხებლად, დაგეგმილი გრაფიკით, ყოველ შაბათს ან შაბათის გამოტოვებით ხდება მოწოდება ვაქცინების. უმოკლეს დღეებში დასრულდება დოზების სრულად ჩამოტანა ქვეყანაში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.