თამარ გაბუნია - ვფიქრობთ, საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება ორ-სამ დღეზე დიდხანს არ უნდა მოგვიხდეს
თამარ გაბუნია - ვფიქრობთ, საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება ორ-სამ დღეზე დიდხანს არ უნდა მოგვიხდეს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დიღმის ოლიმპიურ სოფელში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში უკვე მოთავსდა ცხრა პაციენტი.

გაბუნია ფიქრობს, რომ საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება ორ-სამ დღეზე დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს.

„გუშინ საღამოს დადგა იმის აუცილებლობა, რომ საველე ჰოსპიტალის ოპერირება დაგვეწყო. პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და ჰოსპიტალი დღეიდან უკვე სრული დატვირთვით შეუდგება მუშაობას. საუბარია დიღომის ჰოსპიტალზე. საველე ჰოსპიტალი ძირითადად დროებითი დაყოვნებისთვის არის, ამ შემთხვევაში ჩვენთვის მთავარია, რომ მოხდეს პაციენტის დროული სტაბილიზაცია და შემდეგ, სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადამისამართება. ვფიქრობთ, საველე ჰოსპიტალში პაციენტის დაყოვნება ორ-სამ დღეზე მეტხანს არ უნდა მოგვიხდეს, შემდეგ მოხდება მისი გადაყვანა სასტუმროში ან სხვა ჰოსპიტალში, სადაც იქნება პაციენტის მართვისთვის საჭირო პირობები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.