თამარ გაბუნია - რესტორანში ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია, რადგან იქ ადამიანები პირბადეს ვერ იყენებენ
თამარ გაბუნია - რესტორანში ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია, რადგან იქ ადამიანები პირბადეს ვერ იყენებენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შეფასებულია, რომ რესტორნებში კორონავირუსის გავრცელების რისკი მაღალია, ვინაიდან ამ სივრცეში ადამიანები პირბადეს ვერ იყენებენ. მისივე თქმით, გახსნა ეტაპობრივად, თანმიმდევრულად უნდა მოხდეს.

როგორც გაბუნიამ განმარტა, პირველ რიგში, გახსნა შეეხება იმ აუცილებელ ბაზისურ სერვისს, რაც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ზოგადად, შეფასებულია, რომ რესტორანში რისკი არის მაღალი. რესტორანში ადამიანები ვერ იყენებენ ნიღაბს, რაც დაცვის მათვარი საშუალებაა. ჩვენ ვსაუბრობთ თანმიმდევრულ გახსნაზე, პირველ რიგში, გახსნა შეეხება იმ მაქსიმალურად აუცილებელ ბაზისურ სერვისს, რაც საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რასაც შემდეგ ეტაპობრივად მოჰყვება სკოლა. ეს არის ლოგიკური თანმიმდევრობა, რაც რისკების მიუხედავად, ეტაპობრივად უნდა გადავანაწილოთ და ასე გავყვეთ. სწორედ ასეც არის დაგეგმილი. როდესაც ცნობილია რისკის მაღალი დონე, ამ შემთხვევაში ექსპერტირება არის დაუშვებელი. ეტაპობრივი, თანმიმდევრული და მეცნიერულად დასაბუთებული მიდგომები არის მისაღები, რასაც ჩვენ გახსნის პროცეშში ვიყენებთ. გახსნა მდგრადი უნდა იყოს. დღეს გახსნა და ხვალ დასაკეტი გაგიხდეს, ეს ყველაფერი ადამიანის სიცოცხლე უკავშირდება, ამიტომ, სეთი ტიპის დაშვევები მიუღებელია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.