თამარ გაბუნია - ქვეყანაში ეპიდვითარების სტაბილიზაციის მცირედი ნიშნებია, რაც არის იმედისმომცემი, თუმცა სურათი კვლავ რთული რჩება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების მცირედით სტაბილიზაციის ნიშნებია, თუმცა სიტუაცია კვლავ მძიმე რჩება.
როგორც გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა, ჯერჯერობით ქვეყანაში არ არის იმისი საფუძველი, რომ ჰოსპიტალური სექტორი განიტვირთოს.
„ეპიდემიური კუთხით სურათი რთული რჩება, მაგრამ სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები მაინც აღინიშნება. დღეს შემთხვევების რაოდენობა 3 000-ზე მაღალი იყო, რაც ნაკლებია გასული პერიოდის იმავე მაჩვენებლებთან შედარებით. გარკვეული სტაბილიზაცია იმედისმომცემია, მაგრამ არ არის იმის საფუძველი, რომ ჰოსპიტალური სექტორი ან ჯანდაცვის სხვა ნაწილი რამენაირად განიტვირთოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 3 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 098 პაციენტი.