საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება ჯერ არ იძლევა საშუალებას, პირბადის გამოყენებაზე უარი თქვან.
მისი თქმით, რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად, კვლავ საჭიროა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება და სწრაფი ვაქცინაცია.
„პირბადის გამოყენება ინდივიდუალური დაცვის საშუალებაა და ინდივიდუალურ დონეზე ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა ჩვენ თავად უნდა ავიღოთ პირბადის გამოყენებაზე. ისევ ძალიან სახიფათოა პირბადის გარეშე ამ პირობებში მუშაობაც, გართობაც და ნებისმიერი სხვა აქტივობის გაგრძელება. ძალიან საყურადღებოა და ამდენად, ნებისმიერ შემთხვევაში, პირბადის გამოყენებაზე ჩვენ ჯერ უარს ვერ ვიტყვით, აქაც გამოსავალია სწრაფი და ფართო ვაქცინაცია“, – განაცხადა გაბუნიამ.