თამარ გაბუნია - პაციენტების ნაკადების მართვასა და მონიტორინგში თავდაცვის სამინისტროს შვიდი ექიმი გვეხმარება, რათა რაციონალურად მოხდეს საწოლფონდის გამოყენება
თამარ გაბუნია - პაციენტების ნაკადების მართვასა და მონიტორინგში თავდაცვის სამინისტროს შვიდი ექიმი გვეხმარება, რათა რაციონალურად მოხდეს საწოლფონდის გამოყენება

თავდაცვის სამინისტროსთან უკვე ვთანამშრომლობთ იმ თვალსაზრისით, რომ მათი ექიმები პაციენტების ნაკადების მართვასა და მონიტორინგში გვეხმარებიან, რათა რაციონალურად მოხდეს საწოლფონდის გამოყენება, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ისინი პროცესში ჩართული არიან. თავდაცვის სამინისტროს შვიდი ექიმი ადგილებზე პაციენტების ნაკადების მართვაში გვეხმარება. ეს არის დამოუკიდებელი აზრი, ექიმური და კოლეგიალური აზრი, მეორე აზრის მოძიების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს სპეციალისტს, როცა ის გადაწყვეტილებას იღებს ბინაზე გაწერის ან ჰოსპიტალში გაწერის შესახებ. ესეც არის უკვე მთავრობის დადგენილებით და მინისტრის ბრძანებით გაწერილი პროცედურა, როგორ ხდება პაციენტების გაწერა ბინაზე ან კოვიდსასტუმროში“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.