თამარ გაბუნია - ორივე ვაქცინასთან მიმართებაში გვაქვს გარანტირებული ხარისხი, არ არსებობს საფუძველი, რომელიმე უპირატესად შევთავაზოთ მოსახლეობას
„ფაიზერის“ ვაქცინის დოზა არის 29 250, ამდენად 14 500-მდე ადამიანის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი, მაგრამ გვაქვს გარანტირებული ხარისხი ორივე ვაქცინასთან მიმართებაში. რაიმე საფუძველი იმისათვის, რომ რომელიმე უპირატესად შევთავაზოთ მოსახლეობას, არ არის, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
„საზოგადოებისთვის საინტერესოა, როგორ მოხდება არჩევანი ვაქცინებს შორის. 25 მარტიდან გაიხსნება რეგისტრაცია პორტალზე 65-წელზე ზემოთ პირებზე, როგორც კი „ფაიზერი“ ჩამოვა ქვეყანაში, უმოკლეს ვადაში მოხდება მისი ასახვა სისტემაში და მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს „ფაიზერი“ ან „ასტრაზენეკა“. თავდაპირველად ხდება ვაქცინის ამორჩევა და შემდეგ იმ სამედიცინო დაწესებულებებისა, რომელშიც მოქალაქე უნდა მივიდეს ვაქცინაციის ჩასატარებლად. ბუნებრივია, არჩევანი გარკვეულად არის შეზღუდულია. „ფაიზერის“ ვაქცინის დოზა არის 29 250, ამდენად 14 500-მდე ადამიანის ვაქცინაცია იქნება შესაძლებელი, მაგრამ გვაქვს გარანტირებული ხარისხი ორივე ვაქცინასთან მიმართებაში. რაიმე საფუძველი იმისათვის, რომ რომელიმე უპირატესად შევთავაზოთ მოსახლეობას, არ არის. ამ ეტაპისათვის პროგრამაში 26-მდე მრავალპროფილური კლინიკა იქნება ჩართული, ასევე მოწვეულები არიან დიდი კლინიკები, რომლებიც სამომავლოდ მზად არიან, მოაწყონ შესაფერისი ინფრასტრუქტურა მოქალაქეების მისაღებად. ვაქცინაციის ცენტრებისთვის პირობები განსხვავებულია „ფაიზერის“ ვაქცინასთან მიმართებაში. აქ არის მოთხოვნები მოსაცდელ ოთახთან, შესასვლელთან, შოკის საწინააღმდეგო მზაობასთან დაკავშირებით, მაცივრის პირობები, სადაც ტემპერატურის მკაცრი კონტროლი მოითხოვება, მომუშავე ბრიგადები და ა.შ.- აღნიშნა გაბუნიამ.
თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილე კლნიკების მომზადების შესახებაც ისაუბრა.
„მოთხოვნები არის მოსაცდელ ოთახთან, შესასვლელთან, ასევე შოკის საწინააღმდეგო მზაობასთან დაკავშირებით. უნივერსალური მოთხოვნები შოკის საწინააღმდეგო მზაობისთვის აქვს ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილე ნებისმიერ დაწესებულებას, ეს არ შეეხება მხოლოდ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას. ეს არის დიდი ხნის მოთხოვნა და ეს არახალია სამედიცინო დაწესებულებისთვის. ბრიგადები, რომელიც მობილიზებული უნდა იყოს „ფაიზერის“ და ასტრაზენეკა“ ვაქცინაციის ცენტრების ადგილზე, ეს არის სულ მცირე სამი ბრიგადა. იმის მიხედვით, როგორი იქნება მოთხოვნა, დაწესებულებებთან ვიმსჯელებთ იმაზე, რომ მათ მოახდინონ კიდევ დამატებითი ბრიგადებს მობილიზება, რადგან არ შეიქმნას შეფერხება. კიდევ ერთი სიახლე მოთხოვნებში არის 30 წუთის ნაცვლად 45 წუთი დაყოვნების პერიოდი ვაქცინაციის შემდეგ, ორივე ვაქცინის შემთხვევაში“,- განაცხადა გაბუნიამ.