თამარ გაბუნია - მოლოდინი გვაქვს, მარტის ბოლოსთვის ვაქცინაციის პროგრამას რეალურად დავიწყებთ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმწოდებლებთან მოლაპარაკებები გრძელდება.
როგორც გაბუნია აცხადებს, წესით, ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში მარტის ბოლოსკენ უნდა დაიწყოს.
„ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმწოდებლებთან მოლაპარაკებები გრძელდება. როგორც დაანონსებული იყო, „კოვაქსის“ პლატფორმით 22 მარტის კვირაში „ფაიზერის“ ვაქცინას ველოდებით. ასევე 22 მარტის კვირაში მოსალოდნელია, რომ ქვეყანამ „ასტრაზენეკას“ ვაქცინა მიიღოს. მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლოსთვის ვაქცინაციის პროგრამას რეალურად დავიწყებთ. ეს არის ინფორმაცია, რომელსაც „კოვაქსი“ გვიდასტურებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია აქტიურად გაიხსნება ამ კვირაში, რადგან ახლოს არის ის დრო, როცა ქვეყანაში ვაქცინა შემოვა. ეტაპობრივად არის დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია.მესიჯებიც იმის მიხედვით იქნება, თუ რომელ ვაქცინას ველოდებით და რომელი ვაქცინის მიმართ სჭირდება მოსახლეობას მეტი ინფორმაცია.
რაც შეეხება ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას, გაბუნიას თქმით, ის აქტიურად ამ კვირიდან დაიწყება.
„ვაქცინაციასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია აქტიურად გაიხსნება ამ კვირაში, რადგან ახლოს არის ის დრო, როცა ქვეყანაში ვაქცინა შემოვა. ეტაპობრივად არის დაგეგმილი საინფორმაციო კამპანია. მესიჯებიც იმის მიხედვით იქნება, თუ რომელ ვაქცინას ველოდებით და რომელი ვაქცინის შესახებ სჭირდება მოსახლეობას მეტი ინფორმაცია“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.