თამარ გაბუნია - მარტის ბოლომდე მისაღები ვაქცინის რაოდენობა საკმარისი იქნება მედპერსონალის სრულად ასაცრელად
თამარ გაბუნია - მარტის ბოლომდე მისაღები ვაქცინის რაოდენობა საკმარისი იქნება მედპერსონალის სრულად ასაცრელად

მარტის ბოლომდე ვაქცინის რა დოზასაც მივიღებთ, საკმარისია მედპერსონალის სრულად ასაცრელად, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, საწყის ეტაპზე 57 000 მედპერსონალი აიცრება.

ველოდებით „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 ათასს დოზას. ვაქცინაცია დაიწყება მალე, 15 მარტის კვირაში. ვაქცინა განაწილდება იმ დიდ ქალაქებსა და დიდ რაიონულ ცენტრებში, სადაც 100-ზე მეტი სამედიცინო პერსონალია დარეგისტრირებული. როდესაც გაიხსნება ვაქცინის ფლაკონი, სრულად უნდა მოხდეს მისი გამოყენება, ამიტომ მნიშვნელოვანია ნაკადების დარეგულირება.

ასევე გაცხადდება რეგისტრაცია და რიგების მართვის მოდელი, რაზეც დეტალურ ინფორმაციას გავავრცელებთ მაშინვე, როგორც კი ვაქცინა დაეშვება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ყველა სამედიცინო პერსონალი იქნება ინფორმირებული, როდის და რა ადგილას უნდა მივიდეს, რათა ჩაიტაროს ვაქცინაცია. აქვე მოხდება მეორე ვიზიტის დადგემვაც. ჩვენ მარტის ბოლომდე ვაქცინების რა დოზასაც მივიღებთ, საკმარისია იმისთვის, რომ სრულად აიცრას მედპერსონალი. 57 ათასი ადამიანია მედპერსონალის პირველ პრიორიტეტულ ჯგუფში. შემდეგ მალევე გვექნება შესაძლებლობა, მოვიცვათ ის 2 000 ადამიანი, ვინც გრძელვადიანი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარი და სამედიცინო პერსონალია“, – განაცხადა გაბუნიამ.