წინასწარი ინფორმაციით, საქართველო ლიეტუვისგან „ასტრაზენეკას“ დოზებს მიიღებს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დაზუსტდება დეტალები, რომელი ვაქცინა გადაეცემა საქართველოს საჩუქრად ლიეტუვისგან.
მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, საქართველო ლიეტუვისგან „ასტრაზენეკას“ დოზებს მიღებს.
„დეტალები დაზუსტდება, რომელი ვაქცინა იქნება. 15 000 დოზა ბევრი არ არის, თუმცა, მადლობელი ვართ ამ დონაციისთვის. გადანაწილდება იმგვარად, რა ეტაპითაც მიმდინარეობს ვაქცინაციის პროგრამა. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია „ასტრაზენეკაზე“. დეტალები დაზუსტდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ლიეტუვამ საქართველოსთვის ვაქცინის 15 000 დოზა გამოყო.