თამარ გაბუნია - კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს, საქართველომ განაცხადა ინტერესი და მომლოდინე ქვეყნების რიგს შეუერთდა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, უკვე რამდენიმე კარგ პოზიციაზე მყოფი ვაქცინაა მათთვის ცნობილი.
მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანამ უკვე დაიწყო მუშაობა იმაზე, რომ ვაქცინა გახდეს ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის.
„გლობალური ინსტიტუცია ჩამოყალიბდა ვაქცინების გლობალურ ალიანსთან, რომელსაც ჰქვია covax facility. მისი საშუალებით ქვეყანას შეუძლია, მიიღოს ვაქცინა, როგორც კი ის იქნება მზად.
საქართველომ განაცხადა ინტერესი, შეუერთდა ამ მომლოდინე ქვეყნების რიგს და არსებობს შესაფერისი ფინანსური რესურსები, რათა ჩვენ მივიღოთ. რაოდენობას რაც შეეხება, აქ არის საუბარი 20% მოსახლეობის, რომ პირველ ეტაპზე ვაქცინის წარმოების შესაძლებლობიდან გამომდინარე, ქვეყნები გამოხატავენ ინტერესს და ეს გლობალური საზოგადოება მაქსიმალური დასაშვები, რაც შეიძლება ქვეყანამ მიიღოს, არის 20%, რადგან მოთხოვნა არის მაღალი. თუ ვაქცინას მივიღებთ იანვრიდან, 2021 წლის დასაწყისში, ეს იქნება კარგი საშუალება, რათა ჩამოყალიბდეს იმუნიტეტი და ფართო გავრცელება არ მივიღოთ“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.