თამარ გაბუნია - ჯანდაცვის სექტორი არის მობილიზებული, რათა კორონავირუსის შემთხვევების მიმდინარე მატება შესაფერისად იმართოს
თამარ გაბუნია - ჯანდაცვის სექტორი არის მობილიზებული, რათა კორონავირუსის შემთხვევების მიმდინარე მატება შესაფერისად იმართოს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განაცხადებით, ჯანდაცვის სექტორი არის მობილიზებული, რათა კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური მატება შესაფერისად იმართოს.

მისივე თქმით, ონლაინკლინიკების რაოდენობა გაიზარდა.

„ჯანდაცვის სექტორი არის მობილიზებული, რათა კორონავირუსის შემთხვევების მიმდინარე მატება შესაფერისად იმართოს. ასევე, დაემატა ონლაინკლინიკები, რადგან ბოლო პერიოდში მზარდი ზარებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პასუხების გაცემის საჭიროებაც გაიზარდა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.