თამარ გაბუნია - ჯანდაცვის სამინისტროს სახელით ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ოპერატორის გარდაცვალების გამო, ეს დღე ყველასთვის ძალიან მძიმეა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროს სახელით კიდევ ერთხელ გამოთქვა ღრმა მწუხარება ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო და ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელი დღე ყველასთვის მძიმე დღეა.
„დღევანდელი დღე ძალიან მძიმე დღეა ყველასთვის. ჯანდაცვის სამინისტროს სახელით კიდევ ერთხელ მსურს, ღრმა მწუხარება გამოვხატო ოპერატორის გარდაცვალების გამო, მივუსამძიმრო მის ოჯახს. ძალიან მძიმე დანაკარგია და რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო სრულად იზიარებს ამ დანაკარგის სიმძიმეს, ისევე როგორც უერთდება ჯანსაღ და სამართლიან მოძრაობას ამ ქვეყანაში დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის. დღეს ყველასთვის ძალიან მძიმე დღეა. იმედი მაქვს, საღი აზრი ყველას მოგვცემს საშუალებას, რომ ერთიანი, ამ სიტუაციიდან ვნახოთ ერთიანი, კონსტრუქციული გადაწყვეტა და დავუბრუნდეთ დემოკრატიული განვითარების პროცესებს, როგორც ეს ყველას მოლოდინია და როგორც ამას ქართული საზოგადოება ელოდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.