თამარ გაბუნია - ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე კლინიკის დემობილიზაციაზე ფიქრობს, რათა რესურსი გონივრულად იყოს გამოყენებული
დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე კლინიკის დემობილიზაციაზე ფიქრობს, რათა რესურსი გონივრულად იყოს გამოყენებული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს მთავარი აქცენტი გადატანილია ვაქცინაციისთვის მზადებაზე. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვაქცინების მობილიზებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ივლისის ბოლომდე ქვეყანაში იქნება მილიონზე მეტი ვაქცინა.
„ჩვენთვის დღეს მთავარი აქცენტია ვაქცინაციისთვის მზადება. მოგეხსენებათ, რომ ორ მილიონ ნახევარზე მეტი დოზა ვაქცინის შემოტანაზე აქვს ჯანდაცვის სამინისტროს კონტრაქტები გაფორმებული. უკვე რამდენიმე დღეში ველოდებით პირველ მოწოდებას, ხოლო ივლისის ბოლომდე მილიონზე მეტი ვაქცინა იქნება ქვეყანაში, რაც საშუალებას მოგვცემს, მასობრივი ვაქცინაციის პროცესი დაიწყოს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.