საკოორდინაციო საბჭომ განიხილა ვაქცინაციის პროგრამის გაფართოების ოპერაციული გეგმა. უკვე ივლისიდან ვაქცინაციის პროგრამა გაფართოვდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში იმ დოზების ხარჯზე, რის მიღებასაც ქვეყანა ელოდება ზაფხულის პერიოდში და შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინების მობილიზებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვაქცინაციისთვის ადგილების შექმნა და სამედიცინო დაწესებულებების ბრიგადების დამატება.
„ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, ვაქცინაციისთვის ადგილების შექმნა და სამედიცინო დაწესებულებების ბრიგადების კიდევ დამატება. ასევე საზოგადოებრივ სივრცეებში ვაქცინაციის ცენტრების მოწყობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.